გურჯაანში დედა 2 თვის ჩვილს ძილის წამალს ასმევს, ბავშვი მოიწამლა

გურჯაანში დედა 2 თვის ჩვილს ძილის წამალს ასმევს, ბავშვი მოიწამლა

გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ლიკა მ-ს მეზობლები ჩვილი ბავშვის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. მეზობლების თქმით, ქალს ხშირად მეგობრები სტუმრობენ და მათთან ერთად ალკოჰოლურ სასმელებს სვამს, 2 თვის ბავშვს კი ძილის წამლებს ასმევს. მათივე მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ბავშვს ძუძუთი კვებავს, რის გამოც, ჩვილმა ინტოქსიკაცია მიიღო. დაახლოებით ერთი კვირის წინ ბავშვი რეანომობილით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ეს გოგონა სოფელში, მამამისის სახლში, ცოტა ხნის წინ ჩვილი ბავშვით დეიდაშვილთან ერთად ჩამოვიდა, რომელსაც 2 თვის შვილი ჰყავს. სახლში ხშირად მოდიან მათი მეგობრები და ალკოჰოლურ სასმელებს სვამენ. იმის გამო, რომ ბავშვმა ხელი არ შეუშალოს, ძილის წამლებს ასმევს და ნასვამ მდგომარეობაში ჩვილს ძუძუთიც კვებავს. ამის გამო, ბავშვი მოიწამლა და რეანომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს, სანამ ბავშვს არ მოკლავენ", - უთხრეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლიკა.მ-ს მეზობლებმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა