ახალციხეში რუსეთის დროშებიანი მანქანები გამოჩნდნენ

ახალციხეში რუსეთის დროშებიანი მანქანები გამოჩნდნენ

ორი დღეა ახალციხეში, ეგრეთ წოდებული გეორგიევსკის ლენტებითა და რუსული და ქართული დროშებით აღჭურვილი 10-მდე რუსულნომრიანი მანქანა მოძრაობს. როგორც "სამხრეთის კარიბჭემ" გაარკვია, რუსულ სიმბოლოებიანი მანქანებით საქართველოში რუსი ტურისტების 16-კაციანი ჯგუფია შემოსული.

"1 მაისს შემოვედით საქართველოში, აქ 10 მაისამდე დავრჩებით და მთელს საქართველოს შემოვივლით. მოსკოვში ვცხოვრობთ, მეგობრები ვართ და საქართველოში ტურისტული ვიზიტით ვართ ჩამოსული", - განუცხადეს მათ "სამხრეთის კარიბჭეს".

მოსკოველ ტურისტებს ავტომანქანებზე პატარა ზომის რუსული და ქართული დროშები ჰქონდათ დამაგრებული, მათ შორის, ერთ-ერთი წარწერიანი. "ამ დროშაზე წერია, რომ 9 მაისი ყველასთვის ერთია, გამარჯვების დღეა ყველასთვის, ვინც ომში მამები და ბაბუები დაკარგა", - განმარტეს ტურისტებმა.

ახალციხეში, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროსთან გაჩერებულ მანქანებს ტურისტებმა დროშები მას შემდეგ მოხსნეს, რაც მათ აუხსნეს, რომ საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება კანონდარღვევაა.

"ჩვენ არ ვიცოდით თუ ეს არ შეიძლებოდა. ნახევარი საქართველო გამოვიარეთ და არავის არაფერი უთქვამს. პირიქით, ხელს გვიქნევდნენ და გვესალმებოდნენ", - უთხრა "სამხრეთის კარიბჭეს" ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლმა. განაგრძეთ კითხვა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა