ხაშურის სამ სოფელში ნიაღვარმა გზა და სავარგულები დააზიანა

ხაშურის სამ სოფელში ნიაღვარმა გზა და სავარგულები დააზიანა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ნიაღვარმა რამდენიმე ოჯახში ეზოები და სავარგულები დააზიანა. წრომის, მიწობის და ხცისის ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილიც დაზიანდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ზურაბ ჩხიტუნიძის განცხადებით, შინაური ფრინველი და ცხოველი გადარჩა. მისივე განმარტებით, ნიაღვარმა მხოლოდ ხეები მოთხარა და ღელეში ჩამოიტანა.

"ხცისსა და წრომს შორის მდებარე ხევზე, სადაც გოგირდის აბანოცაა, ნიაღვარმა ხიდი წაიღო. 50 მეტრზე ასფალტი მოშალა და გზა დააზიანა. მოძრაობა შეწყდა" - აცხადებს ხაშურის გამგებლის მოადგილე.

განაგრძეთ კითხვა

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა