ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში წყალს ისევ გამოიკვლევენ - რას აცხადებს კორპუსების მშენებარე კომპანია ჭაბურღილის შესახებ

ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში წყალს ისევ გამოიკვლევენ - რას აცხადებს კორპუსების მშენებარე კომპანია ჭაბურღილის შესახებ

ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში ჭაბურღილის წყლის დაბინძურების დონეს ისევ გამოიკვლევენ. ამჯერად, სინჯები ლაბორატორიის წარმომადგენლებმა აიღეს. პირველადი კვლევის შედეგად, რომელიც კორპუსების მშენებარე კომპანიამ "დაგი" აიღო, აჩვენა, რომ წყალი გაქლორვას საჭიროებს.

"უფრო ღრმა და დეტალური კვლევისთვის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა თავად მოითხოვეს წყლის სინჯების აღება. ანალიზის პასუხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი და დაზუსტდება, საჭირო იქნება თუ არა ახალი ჭაბურღილის გათხრა", - აცხადებენ კომპანიაში.

მანამდე, წყლის მიკრობიოლოგიური კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ ჩაატარა. პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი დადგინდა, ხოლო მეორეზე - წყალი სასმელად ვარგისი აღმოჩნდა.

იხილეთ ვრცლად radioatinati.ge-ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა