სოფელ ატენში მოსახლეობის მიერ გუშინ დადგმული სტალინის ბიუსტი აიღეს

სოფელ ატენში მოსახლეობის მიერ გუშინ დადგმული სტალინის ბიუსტი აიღეს

გორის რაიონის სოფელ ატენში გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა სტალინის ბიუსტის დემონტაჟი განახორციელეს.

აღნიშნული ბიუსტი ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით დადგა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ვიდრე დემონტაჟი განხორციელდებოდა, უცნობმა პირებმა სტალინის ბიუსტს საღებავები შეასხეს.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გამგეობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მათი შეფასებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც სტალინის ბიუსტის დემონტაჟი განახორციელეს, ასევე იმ ადამიანებმა, ვინც ბიუსტს საღებავები შეასხეს, როგორც სტალინს, ისე მათ შეურაცხყოფა მიაყენეს.

"როგორც ხშირად ხდება, ამჯერადაც გამოჩნდა, რომ მოსახლეობის აზრი არავის აინტერესებს. თუ გამოხატვის თავისუფლებაა, ატენელებს ჰქონდა სურვილი, რომ სტალინის ძეგლი დაგვედგა. პატივს ვცემთ იოსებ ჯუღაშვილის პიროვნებას, თუმცა ჩვენი მოსაზრებები არავის აინტერესებს. ამგვარი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო და კატეგორიულად ვეწინააღმდგებებით", - განაცხადა "ინტეპრესნიუსთან" საუბრისას ატენის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მამუკა შატაკიშვილმა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა