თელავში მეარღნის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ შეურაცხადად ცნო

თელავში მეარღნის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ შეურაცხადად ცნო

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში, 48 წლის ვეფხია გლურჯიძის მკვლელობაში ბრალდებული გოჩა გლურჯიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ის შეურაცხადად ცნო და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც გოჩა გლურჯიძე შეურაცხადია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.

პროკურატურის ინფორმაციით, გლურჯიძე ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ვეფხია გლურჯიძის ოჯახი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა