ტრაგედია ცხინვალში - დაღუპულია 6 რუსი სამხედრო

ტრაგედია ცხინვალში - დაღუპულია 6 რუსი სამხედრო

სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ცხინვალი-ახალგორის მიმართულებით რეისს ასრულებდა, გზიდან გადავარდა. ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გადავარდნილ ავტობუსში რუსი სამხედროები ისხდნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი სამხედრო, 16 კი საავადმყოფოში მოათავსეს. ავტობუსში სულ 24 ადამიანი იმყოფებოდა.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ავტობუსს სამხედროები ყანჩავეთიდან ცხინვალის მიმართულებით გადაჰყავდა.

ავარიის მიზეზად სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა სახელდება. ამავე დროს, სააგენტო "კავკაზსკი უზელის" ცნობით, დილით აღნიშნულ გზაზე ნისლი იყო.

წყარო: qartli.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა