თუშმა დებმა რომში თექის და ნარუქის დამუშავების სახელოსნო "მწყემსის სახლი" გახსნეს

თუშმა დებმა რომში თექის და ნარუქის დამუშავების სახელოსნო "მწყემსის სახლი" გახსნეს

თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში მცხოვრებმა თექის ოსტატებმა, დებმა ქოთილაიძეებმა, რომში თექისა და ნარუქის სახელოსნო "მწყემსის სახლი" გახსნეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გულნაზი ქოთილაიძემ უთხრა, სახელოსნოში საქართველოდან ჩასულ ემიგრანტებს ტრადიციული თუშური თექის დამუშავების გარდა, საკუთარი გამოგონების, "ნარუქი"-სგან (აბრეშუმის ქაღალდი) სხვადასხვა აქსესუარების დამზადებას უფასოდ ასწავლიან. მათ "ნარუქის" დამზადებაზე საავტორო უფლება აქვთ.

სახელოსნო "მწყემსის სახლის" გახსნის იდეა ერთ-ერთ დას, ცისანა ქოთილაიძეს ეკუთვნის, რომელიც იტალიაში სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ წავიდა. სახელოსნოს გახნის მიზანი ევროპაში ქართული თექის პოპულარიზაცია და ემიგრანტი ქართველების დასაქმებაა. სახელოსნოში 16 ემიგრანტი ქალია დასაქმებული. ამზადებენ თექის ნაბდებს, ხალიჩებს, პანოებს, პეიზაჟებს, აქსესუარებს, ტანსაცმელსა და სხვადასხვა სახის სუვენირებს. ნამუშევრების ფასი ზომისა და დიზაინის მიხედვით, 15 ლარიდან 8 000 ევრომდე მერყეობს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა