უფლისციხეში კარუსელი 10 წლის ბავშვს დაეჯახა - მოსწავლემ მძიმე დაზიანება თავის არეში მიიღო

უფლისციხეში კარუსელი 10 წლის ბავშვს დაეჯახა - მოსწავლემ მძიმე დაზიანება თავის არეში მიიღო

ისტორიულ ქალაქ უფლისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე კარუსელი 10 წლის ბავშვს დაეჯახა. მან მძიმე ხარისხის დაზიანება თავის არეში მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მოსწავლე, დაუყოვნებლივ, თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა დაზარალებული მოსწავლე შოკური მდგომარეობიდან გამოიყვანეს. ის ერთ-ერთი ანსამბლის მოცეკვავეა.

შემთხვევა ღამის საათებში იმ დროს მოხდა, როდესაც 21 მაისს უფლისციხეში "მოდი ღამე მუზეუმში" იმართებოდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა