სამხტომში ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია პირველმა ქართველმა მოიპოვა - რიოში 23 წლის ლაშა ღულელაური იასპარეზებს

სამხტომში ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია პირველმა ქართველმა მოიპოვა - რიოში 23 წლის ლაშა ღულელაური იასპარეზებს

ყაზახეთში, ქალაქ ალმა-ატაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ახმეტელმა 23 წლის ლაშა ღულელეურმა სამხტომში პირველი ადგილი დაიკავა. ღულელაური 16.78 მეტრზე გადახტა და რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა. ლაშა ღულელაური ერთადერთი ქართველია, რომელიც სამხტომში ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.

"ლაშა ღულელაურმა მძლეოსნობის მსოფლიო ფედერაციის მიერ დამტკიცებული სალიცენზიო ნორმატივები დაფარა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მძლეოსნობის ფედერაციის სპეციალისტმა ბადრი არსენიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა