გურჯაანში გამოსაშვებ გამოცდებზე 96 მოსწავლე ჩაიჭრა

გურჯაანში გამოსაშვებ გამოცდებზე 96 მოსწავლე ჩაიჭრა

გამოსაშვები გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. გურჯაანში გამოცდებზე 467 მეთორმეტე კლასელი გავიდა. როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დალი მინდიაშვილმა განუცხადა, მათგან 64 მოსწავლე ჩაიჭრა.

"ბავშვები ძირითადად ჩაიჭრნენ უცხოურ ენაში, როდესაც ამ საგანში ყოველთვის წარმატებულები არიან. ისტორიაშიც ვერ გადალახეს ზღვარი და ცოტა გამიკვირდა. მეორე წლიანებიდან (ვინც გასულ წელს ზღვარი ვერ გადალახა) 32 ჩაიჭრა. გასულ წელთან შედარებით ასეთი მოსწავლეების რაოდენობა მეტია. მე კმაყოფილი ვარ ამ მონაცემებით, იმიტომ, რომ ეს რეალური შედეგია. ყველამ პატიოსნად მიიღო შეფასება" - ამბობს დალი მინდიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა