გასტროლზე წასული სიღნაღის თეატრის მსახიობები სამუშაოდ კანადაში დარჩნენ

გასტროლზე წასული სიღნაღის თეატრის მსახიობები სამუშაოდ კანადაში დარჩნენ

16-23 მაისს, სიღნაღის თეატრის დასი კანადაში, ლივერპულის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა. ფესტივალის დასრულების შემდეგ თეატრის ექვსი თანამშრომელი კანადაში სამუშაოდ დარჩა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, დასის გამგზავრების საკონსულო მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 ათასი ლარი დაიხარჯა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მურად ვაშაკიძემ განუცხადა, კანადაში მყოფმა ქართველებმა დასის წევრებს სამუშაო შესთავაზეს, რის გამოც, მათ თეატრთან სამუშაო ხელშეკრულება შეწყვიტეს.

"23 მაისს დასრულდა ფესტივალი, რის შემდეგაც ექვსმა ადამიანმა, რომლებსაც იქ მყოფმა ქართველებმა მუშაობა შესთავაზეს, დარჩენა გადაწყვიტა. მათ უთხრეს, რომ საათში 20 დოლარს გადაუხდიდნენ. ვიზები ყველას 15 ნოემბრამდე გვქონდა და შესაბამისად, სავიზო რეჟიმს არ არღვევენ. მათი წასვლა სპონსორმა და მე დავაფინანსეთ, რაშიც ფული გადავიხადეთ იქ საქმე გაკეთდა - სამი პრიზით დავბრუნდით. კომუნისტური რეჟიმი აღარ არის და მათ ეს ვიზის პერიოდი სადაც უნდათ, იქ გაატარონ. ამ ადამიანებს იქვე დავაწერინე განცხადება სამსახურიდან წასვლაზე. ყველა მსახიობი არ არის. ზოგი მხატვარია, ზოგი გამნათებელი, ერთი რადისტია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მურად ვაშაკიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა