წნორის არქიმედეს კლინიკაში 28 წლის მშობიარე გარდაიცვალა

 წნორის არქიმედეს კლინიკაში 28 წლის მშობიარე გარდაიცვალა

წნორში, "არქიმედეს" კლინიკაში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები 28 წლის იამზე ბერიძე მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა. ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარზე გამოძიების დაწყებას და ჯანდაცვის სამინისტროსგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს დირექტორმა ოთარ რუაძემ განუცხადა, მშობიარის გარდაცვალების მიზეზი სისხლდენა გახდა. მისივე თქმით, ქალმა მშობიარობამდე კონსულტაცია გაიარა და შემდგომი პრობლემები მოსალოდნელი არ ყოფილა. რაც შეეხება ახალშობილს, ამ დროისთვის ის ლაგოდეხის საავადმყოფოში ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"პაციენტმა მშობიარობამდე საჭირო კონსულტაციები გაიარა და მშობიარობისას გართულებები მოსალოდნელი არ იყო. ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა. პაციენტის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მას სისხლდენა დაეწყო", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ოთარ რუაძემ.

გარდაცვლილს ახალშობილის გარდა, 6 წლის გოგონა დარჩა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა