თელავის საკრებულოს დეპუტატი გუბეში ჩადგა და ხელისუფლებას მიმართა

თელავის საკრებულოს დეპუტატი გუბეში ჩადგა და ხელისუფლებას მიმართა

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ძლიერი თელავის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას ბაგრატიონის დაზიანებული ქუჩის რეაბილიტაციას სთხოვს.

მან თელავის მერია უყურადღებობაში დაადანაშაულა. საკრებულოს დეპუტატი პროტესტის ნიშნად გუბეში ჩადგა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ისე მიმართა.

"იმ დროს, როდესაც კოალიციის მმართველობის მეოთხე საუკეთესო წელს უნდა ვიდგეთ დემოკრატიის ევერესტზე და როგორც დანაპირები იყო, ვაოცებდეთ ევროპას ჩვენი დემოკრატიით და მიღწევებით, ვდგავართ ამ დაზიანებულ გზაზე. ეს არის თელავის ცენტრში მდებარე ბაგრატიონის ქუჩა, რომელიც არის საშინელ მდგომარეობაში. აქ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, თითოეული კანდიდატი და მათ შორის მეც, მოსახლეობას ვპირდებოდით, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გავიდა უკვე რამდენი წელი და ეს პრობლემა არ მოგვარებულა. მე მინდა მივმართო მმართველ კოალიციას საკრებულოში და აღმასრულებელ ხელისუფლებას მერიაში, რომ დაუყოვნებლივ გამოიყოს თანხები და შეკეთდეს გზა. ამ საკითხის გადადება მომავლისთვის წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ყოველდღე ადამიანებს აქ უწევთ გავლა. ვენეციას ჰგავს აქაურობა," - განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა