ათასობით ტურისტი სიღნაღში და პრეტენზიები გაძვირებულ მომსახურებაზე

ათასობით ტურისტი სიღნაღში და პრეტენზიები გაძვირებულ მომსახურებაზე

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სიღნაღში ტურისტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოკითხული ვიზიტორების უმრავლესობას სიღნაღი მოსწონს, თუმცა უკმაყოფილოები არიან სასტუმროებში გაზრდილი ფასებითა და კვების ობიექტებში მომსახურების პირობებით.

"საქართველოში, მათ შორის კახეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. გზები უკეთესია, ტურისტებს ჩამოსვლა და სასტუმროებში დარჩენა შეგვიძლია. არ მოგვწონს გაზრდილი ფასები. სასტუმროებში დარჩენა ისეთი იაფი არ არის, როგორც მოველოდით. რესტორნებში სერვისი უნდა გამოსწორდეს, რომ შეკვეთა დროზე მოამზადონ და ტურისტს ერთი საათი ლოდინი არ გვიწევდეს", - ამბობს ტურისტი პოლონეთიდან.

"საქართველოში უბრალოდ უნდა ჩამოხვიდე და კარგი ღვინო დალიო. აქ ინფრასტრუქტურა ისეთი განვითარებული არ არის, როგორც დასავლეთ ევროპაში. ფასები კი მაღალია და ეს არ მოგვწონს",- აცხადებს ვიზიტორი პოლონეთიდან.

"ჩვენ რუსეთიდან ვართ და უკვე მესამე დღეა საქართველოში ვიმყოფებით. კახეთში მცხეთიდან ჩამოვედით. მოგვწონს სტუმართმოყვარეობა, ქართული ღვინო და კაცები", - აღნიშნავს ტურისტი რუსეთიდან.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა