რა თანხებს ხარჯავენ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები "პიარისთვის"

რა თანხებს ხარჯავენ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები "პიარისთვის"

რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკა ორგანიზაცია "მედიის განვითარების ფონდმა" შეისწავლა. კვლევის მიხედვით, გასულ, 2015 წელს სამცხე-ჯავახეთის შვიდი მუნიციპალიტეტიდან ხუთი - სხვადასხვა მედიასაშუალებებს, ხელშეკრულების საფუძველზე, საინფორმაციო მომსახურების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას ურიცხავდა. მომსახურებაში იგულისხმება თვითმმართველობის მიერ შესრულებული სამუშაოების (პროექტები, აქტივობები) შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, ინტერვიუების მომზადება, ასევე, გადაცემაში მიწვევა. 5 მუნიციპალიტეტში ჯამში 62.894 ლარია დახარჯული.

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს შორის, ინფორმაციის გავრცელებისთვის ყველაზე მეტი თანხა - 41960 ლარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას აქვს გადახდილი. აქედან, 35000 ლარად ნინოწმინდას ადგილობრივი ტელეკომპანია "ფარვანას" მომსახურება აქვს შესყიდული. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 2015 წლის 15 იანვარსაა გაფორმებული, "ფარვანამ" ერთი წლის განმავლობაში, 2015 წლის 15 დეკემბრამდე, უნდა უზრუნველყოს გამგეობის სატელევიზიო მომსახურება.

ამას გარდა, ნინოწმინდის გამგეობას 4.000 ლარი აქვს გადახდილი გაზეთ "ვრასტანისთვის" და 2960 ლარი გადაცემა "ეტალონისთვის".

2015 წელს ბორჯომს, ჯამში, ინფორმაციის გავრცელებაში 15044 ლარი აქვს გადახდილი.

გასულ წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს "ინტერპრესნიუსთან" ხელშეკრულება 4884 ლარზე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების თანახმად, სააგენტომ დამკვეთს, ანუ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა მიაწოდოს საინფორმაციო ანონსები და ნიუსები ყოველდღიურად ელექტრონულ ფოსტაზე; ასევე, უზრუნველყოს დამკვეთის საქმიანობისა და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მასალების მომზადება თვეში 10-ჯერ და დამკვეთის ღონისძების გადაღება თვეში 2-ჯერ თბილისის ფარგლებში.

ამ სააგენტოს გარდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტს გასულ წელს ხელშეკრულებები სხვა საინფორმაციო საშუალებებთანაც აქვს გაფორმებული.

კერძოდ: etanews.ge (სააგენტო) - 600 ლარი;

გადაცემა "ეტალონი" (ტელევიზია) - 2960 ლარი;

TV- ბორჯომი (ტელევიზია) - 200 ლარი (განცხადება);

"ლიტერატურული მესხეთი" (გაზეთი) - 1 600 ლარი;

შპს "პრესა" (გაზეთი) - 5 000 ლარი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა