სიღნაღის საოჯახო სასტუმროში ჩეხი ტურისტი გააუპატიურეს - ეჭვმიტანილი დაკავებულია

სიღნაღის საოჯახო სასტუმროში ჩეხი ტურისტი გააუპატიურეს - ეჭვმიტანილი დაკავებულია

სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. ჩეხი ტურისტის თქმით, ის, ღამით, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში გააუპატიურეს, სადაც ღამის გასათევად დაბინავდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, ახალგაზრდა გოგონამ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზზე, 21 ივნისს, ღამით, 03:11 საათზე დარეკა და განაცხადა, რომ გააუპატიურეს. გამოძახების ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის რაიონული განყოფილების წარმომადგენლები მივიდნენ. ექიმებმა გოგონა წნორში, "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრშიც დაუდასტურეს და წნორის კლინიკაშიც. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ოთარ რუაძის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და პოლიციელებმა ის ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში