ზუგდიდის საკრებულო დეპუტატებს მოუწოდებს, არ გააცდინონ და "არ გაიპარონ" სხდომებიდან

ზუგდიდის საკრებულო დეპუტატებს მოუწოდებს, არ გააცდინონ და "არ გაიპარონ" სხდომებიდან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ გააცდინონ სხდომები და სრულად დაესწრონ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედებას გეგმავენ.

საკრებულოს იურიდიული და სამანდატო კომისის თავმჯდომარე, მაიზერ ნანავას განცხადებით, ფრაქციების წევრები მოდიან, რეგისტრაციას გაივლიან და შემდეგ "მიიპარებიან" სხდომიდან.

"საკრებულო არ არის პრობაციის სამსახური, მოხვიდე, ხელი მოაწერო და გაიპარო. ოპოზიციური პარტიის ფრაქციის წევრებს და მათ მეგობრებს მინდა ვთხოვო, გადასცეთ თქვენს მეგობრებს ეს თხოვნა. თქვენი ფრაქციის წევრები სხდომაზე მოდიან მეგობრებო, ხელს აწერენ და მიიპარებიან. არ ვიცი ეს რა ჟესტია, თუ ეს ის ჟესტია, რომ ის 20 ლარი არ გადაიხადონ... ან თუ პროტესტს აცხადებენ საკრებულოს სხდომების მიმართ, პროტეტს გამოხატავენ ჩვენს მიმართ, მაშინ საერთოდ არ მობრძანდნენ და ხელიც არ მოაწერონ და ჩვენ შესაბამის, ადეკვატურ ზომებს მივიღებთ, ისე როგორც მივიღეთ წინა საკრებულოს სხდომებზე", - განაცხადა მაიზერ ნანავამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

მისი სიტყვებით, პირველ რიგში დეპუტატებს აქვთ პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე, ისინი ემსახურებიან თავიანთ ხალხს, თავიანთ სოფელს და ეს უნდა გაითავისონ. მისი სიტყვებით, ეს შენიშვნები განსაკუთრებით ეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრებს, ორსანტიის მაჟორიტარ დეპუტატს ბესიკ გაბუნიას და ახალაბასთუმნის მაჟორიტარ დეპუტატს, გრიგოლ სულუხიას.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა