"ქართული ოცნების" გორის ოფისი წყალს მრიცხველის გარეშე მოიხმარდა? - წყალმომარაგების კომპანია გადასახადს ითხოვს

"ქართული ოცნების" გორის ოფისი წყალს მრიცხველის გარეშე მოიხმარდა? - წყალმომარაგების კომპანია გადასახადს ითხოვს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" გორის ოფისს წყლის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრნენ. ამის მიზეზი მრიცხველის გარეშე სასმელი წყლის მოხმარებაა. თვენახევრის განმავლობაში მმართველი პარტიის წევრები წყლის გადასახადს არ იხდიდნენ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელები პასუხისმგებლობას ოფისის მეპატრონეს აკისრებენ. 

"ჩვენ როდესაც ამ შენობაში შემოვედით, ვითხოვდით სისტემის მოწესრიგებას და წყლის მოწოდებას. წერილიც კი იყო გაგზავნილი წყალმომარაგების კომპანიაში. ფაქტიურად, ჩვენ შეტყობინება გვქონდა გაგზავნილი. აღმოჩნდა, რომ მრიცხველის დამონტაჟებას სხვა პროცედურები სჭირდებოდა",- აცხადებს პარტიის რაიონალური ორგანიზაციის თავჯდომარე გელა კაპანაძე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა