თეა წულუკიანის ფოტო არაეთიკური წარწერით ზუგდიდის იუსტიციის სახლში

თეა წულუკიანის ფოტო არაეთიკური წარწერით ზუგდიდის იუსტიციის სახლში

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ფოტო არაეთიკური მინაწერით, ზუგდიდის იუსტიციის სახლშია გადაღებული. კომპიუტერის მონიტორზე განთავსებულ მინისტრის ფოტოზე არაეთიკური წარწერა ინგლისურ ენაზეა. ფოტოს სააგენტო "ლაივპრესი" ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტროში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ კომპიუტერი არ ეკუთვნის არც ერთ ოპერატორს, ის საჯარო სივრცის კომპიუტერია, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სამინისტროსვე ცნობით, მსგავსი საჯარო სივრცე ქვეყნის მასშტაბით ყველა იუსტიციის სახლშია მოწყობილი.

"ნებისმიერს შეუძლია უბრალოდ შევიდეს ინტერნეტში, ან რამე სურათის ამობეჭდვა თუ უნდა, ან ინფორმაციის მოძიება სჭირდება, იქვე ადგილზე რომ ნახოს. დანარჩენს, როგორ მოხვდა ეს ფოტო მანდ, გავარკვევთ. ნებისმიერს შეეძლო დაეყენებინა" - აცხადებენ სამინისტროში იხილეთ ფოტო livepress.ge-ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა