ფოტო ახალციხიდან: საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა "ახალციხის ციხის" ციტადელზე

ფოტო ახალციხიდან: საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა "ახალციხის ციხის" ციტადელზე

ახალციხის საკრებულოს ბალანსზე რიცხული "ტოიოტას" მარკის ავტომობილი "ახალციხის ციხის" ციტადელზე იდგა. ავტომობილს საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე მართავდა. ფაქტის ამსახველ ფოტოებს "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ლომიძე ციტადელზე ეროვნული უმცირესობების ინფორმირებულობის საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. მას თან მოადგილე თამარ გოგოლაძე და საკრებულოს სხვა წევრებიც ახლდნენ.

მარეგულირებელი, ასევე "ახალციხის ციხის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლების განცხადებით, ციხის შიდა ტერიტორიაზე ავტომობილების შესვლა დაუშვებელია.

"მანქანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაადგილდეს, თუ რაიმე მძიმე ტვირთი აქვს და მისი გადატანა ხელით შეუძლებლია", - აცხადებენ "ახალციხის ციხის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა