კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს გაფრთხილება მისცეს

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს გაფრთხილება მისცეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კასპის 30-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილეს ნოდარ გურასპაშვილს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება მისცა. საქმე 2016 წლის 11 ივნისს საოლქო კომისიის წევრებს შორის, სამუშაო მაგიდის გამო, მომხდარ ინციდენტს ეხება.

კერძოდ, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა შმაგი ბედოიძემ და საოლქო სარჩევნო კომისიის მოადგილემ ნოდარ გურასპაშვილმა იჩხუბეს. ბედოიძის თქმით, გურასპაშვილი იმ სამუშაო მაგიდის გამოყენებას უკრძალავდა, რომელსაც საარჩევნო ლიტერატურისთვის იყენებენ. კამათი ჩხუბში გადაიზარდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა