ზურაბ ზვიადაური და მისი გარემოცვა - ნასამართლევი ნათესავები თანამდებობებზე

ზურაბ ზვიადაური და მისი გარემოცვა - ნასამართლევი ნათესავები თანამდებობებზე

პარლამენტის წევრი ზურაბ ზვიადაური, 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვების შემდეგ, იმდროინდელმა სახელისუფლებო ელიტამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ ოლიმპიურ ჩემპიონად შერაცხა, რის შემდეგაც იგი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა: ზედიზედ ტარდებოდა პომპეზური საზეიმო ღონისძიებები; ზვიადაურმა ხელისუფლებისა და ცალკეული ბიზნესმენებისგან ჯილდოს სახით 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო; ახმეტაში გაიხსნა მისი სახელობის სპორტსკოლა; ქუჩას, სადაც მისი სახლი მდებარეობს, ზვიადაურის სახელი ეწოდა.

ზვიადაური, 2012 წლის ოქტომბერში, "ქართული ოცნების" წარდგენით, ახმეტის მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტის წევრიც გახდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს გააჩნია უტყუარი ინფორმაცია, რომ ზურაბ ზვიადაური არჩევნების შემდეგ გაურიგდა მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს კობა მაისურაძეს, რომელიც მას მთელი რიგი პრობლემური საკითხების მოგვარებაში დაეხმარა. მასთან ვალში არც ზვიადაური დარჩენილა - სწორედ მისი პროტექციის წყალობით დაასაქმეს ყოფილი გამგებლის ქალიშვილი ანნა მაისურაძე პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში.

პარლამენტში არჩევის შემდეგ ზვიადაურმა მოკლე ვადაში შეძლო ადგილობრივ თვითმმართველობაზე სრული კონტროლის დამყარება და თითქმის ყველა საკვანძო თანამდებობაზე საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების დანიშვნა მოახერხა.

კერძოდ, მუნიციპალიტეტის გამგებლად ზვიადაურის ახლო მეგობარი ბექა ბაიდაური დაინიშნა, რომელიც მანამდე კერძო აღმასრულებელი იყო. გამგებლის მოადგილე გახდა ზვიადაურის ბიძაშვილი ბერდია ზვიადაური, ხოლო გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად - ასევე დეპუტატის ბიძაშვილი მერაბ ზვიადაური.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა