ახალციხეში ძროხების დაავადება გავრცელდა

ახალციხეში ძროხების დაავადება გავრცელდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: ტატანისსა და სვირში ძროხები დაავადდნენ. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირუტყვს ტკიპურა, ანუ პიროპლაზმოზი აქვს. მათი ნაწილი პირუტყვს კლავს და დაავადებულ ხორცს საკვებად იყენებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, პირუტყვი აღარ ჭამს და რამდენიმე დღეში კვდება.

ტატანისში მცხოვრებმა თენგიზ ზედგინიძემ ძროხა დაავადებიდან რამდენიმე დღეში დაკლა და ხორცი საკვებად ოჯახში გამოიყენა. "ჩემს ძროხას ისეთი არაფერი ქონდა", - ამბობს მამაკაცი.

სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული სოფლებიდან მათთან შეტყობინება არ შესულა, თუმცა სოფლებს აუცილებლად გადაამოწმებენ.

"ამ ფაქტს აუცილებლად შევისწავლით. ჩვენი თანამშრომლები უკვე წავიდნენ აღნიშნულ სოფლებში", – ამბობს სამსახურის უფროსი ლია ბექაური.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა