გურჯაანში 35 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა

გურჯაანში 35 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა

გურჯაანში, სავარაუდოდ, ვალების გამო 35 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვლილის მეზობლებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადეს, მამაკაცს, რომელიც შხამ-ქიმიკატების ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა, ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

მათივე ვარაუდით, სუიციდის შემთხვევა სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით აღიძრა, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა