რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალთან ადგილობრივი სცემეს - დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს

რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალთან ადგილობრივი სცემეს - დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი ზაქარია თაყაძე სცემეს. გორის საავადმყოფოდან სტაციონალური მკურნალობის შემდეგ ის დღეს საღამოს გაწერეს.

"გორმედის" საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში განაცხადეს, რომ მოქალაქეს სახის არეში და გულმკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

როგორც გაირკვა, კირბალის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ზაქარია თაყაძე საქონელს მწყემსავდა. მასთან რუსი სამხედროები მივიდნენ და ტერიტორიაზე ყოფნა აუკრძალეს. თაყაძეს რუს სამხედროებთან ჩხუბი მოუვიდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა