გაუჩინარებული წმინდა მარინეს ეკლესია გურჯაანში

გაუჩინარებული წმინდა მარინეს ეკლესია გურჯაანში

30 ივლისი წმინდა დიდმოწამე მარინე ანტიოქიელის ხსენების დღეა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მისი სახელობის რამდენიმე ეკლესიაა. თუმცა, დღემდე უცნობია იმ ტაძრის ბედი, რომელიც გადმოცემით, ქალაქის ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აღნიშნავს, რომ ტაძრის შესახებ მანაც უხუცესების გადმოცემით იცის.

"ტაძრის ძებნით მეც ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ კვალს ვერ მივაკვლიე. ვვარაუდობ, რომ საძირკველი მიწითაა დაფარული. მესაფლავეები გაფრთხილებული მყავს, თუკი რამე შენიშნეს, აუცილებლად შემატყობინებენ" - ამბობს თამაზ მარკოზაშვილი.

წმინდა მარინეს XI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა შემორჩენილია ვაჩნაძიანში და ასევე ზეგაანში რომელიც V საუკუნით თარიღდება.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა