"მცემეს და წავედი, რა მექნა, გასაღებით დამიკეტეს" - 81 წლის მოხუცის თქმით, შვილიშვილმა სახლიდან გააგდო

"მცემეს და წავედი, რა მექნა, გასაღებით დამიკეტეს" - 81 წლის მოხუცის თქმით, შვილიშვილმა სახლიდან გააგდო

81 წლის ბესარიონ ტაბატაძე საცხოვრებელი სახლის დასაბრუნებლად იბრძვის. ხანშიშესული მამაკაცი ამბობს, რომ ღრელში, მისი სახლ-კარი შვილიშვილმა მოტყუებით სამი წლის წინ გადაიფორმა და პაპა სახლიდან გააგდო.

აღნიშნულ შემთხვევაში თავს დაზარალებულად მხოლოდ ბესიკ ტაბატაძე არ თვლის. მისი შვილი, ზურაბ ტაბატაძე ამბობს, რომ სახლის ერთი ნაწილი მისი საკუთრებაა, სადაც ათეული წლებია ოჯახთან ერთად ცხოვრობს. თუმცა მისმა ძმისშვილმა, გიორგი ტაბატაძემ საცხოვრებელი შენობა მთლიანად გადაიფორმა და პაპის მსგავსად, ბიძაც ღია ცის ქვეშ დატოვა.

ოჯახურ დავაზე სამი წელია ახალციხის რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მსჯელობენ. საკითხი გიორგი ტაბატაძის სასარგებლოდ გადაწყდა. ზურაბ ტაბატაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. ტაბატაძეები მათი მდგომარეობის გამო, მოსამართლეს, ნოტარიუსსა და იმ პირს ადანაშაულებენ, ვინც საკადასტრო აზომვითი ნახაზი მოამზადა.

ადვოკატი არ ადასტურებს, რომ გიორგი ტაბატაძემ ბიძის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი გადაიფორმა. ავთო თელიაშვილის თქმით, სასამართლომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ გიორგი ტაბატაძეს უძრავი ქონება უკანონო გზებით არ მიუთვისებია.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვრცლად

ახალციხის "მეცხრე არხი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა