კრისტინა აგილერას კონცერტს მგლები ემუქრებიან - მონადირეებმა Black Sea Arena-სთან მტაცებლების ბუნაგი აღმოაჩინეს

კრისტინა აგილერას კონცერტს მგლები ემუქრებიან - მონადირეებმა Black Sea Arena-სთან მტაცებლების ბუნაგი აღმოაჩინეს

პოპულარული ამერიკელი მომღერლის, მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას კონცერტს, რომელიც დღეს შეკვეთილის (შავიზღვისპირა კურორტი) Black Sea Arena-ზე უნდა გაიმართოს, მგლები ემუქრებიან - ადგილობრივმა მონადირეებმა, Black Sea Arena-სთან რამდენიმე დღის წინ მტაცებლების ბუნაგი აღმოაჩინეს. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.

როგორც "გურიის მოამბეს" ადგილობრივმა მონადირემ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ოპერაციაში, განუცხადა, Black Sea Arena-დან 50 მეტრში, მგლების ბუნაგი აღმოაჩინეს, ორი მგელი ლიკვიდირებულია, 7 ბოკვერი კი მონადირეებმა ცოცხლად აიყვანეს.

მონადირეები აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიცენზიის ფარგლებში მოქმედებენ.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა