"ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა

"ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის გორის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" კანდიდატად მსოფლიოსა და ევროპის 2-2 გზის ჩემპიონი ძიუდოში თენგიზ ხუბულური წარადგინა, ქარელში - ასევე ძიუდოსტი გიორგი თოთლაძე, ხაშურში - ვალერი გელაშვილი, კასპში - ირაკლი მეზურნიშვილი, ხოლო ქალაქ გორში - იოსებ მაკრახიძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, იგი ამჟამად 3 სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორია - შპს "ებოლია", შპს "მათა" და შპს "იმედი". გარდა ამისა, იოსებ მაკრახიძე რეგისტრირებულია ინდმეწარმედ, ასევე რამდენიმე კომპანიაში ფლობს სხვადასხვა ოდენობის წილებს - შპს "იბოლია" (40 %), შპს "მათა" (50 %), შპს "რიკოთი" (50 %), შპს "ლამური" და სხვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2011 წლის 21 თებერვალს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ბეჭდური ვერსია "ქართლის ხმა" წერდა, რომ შპს "იბოლიამ" და მისმა ხელმძღვანელმა მაშინდელ მმართველ პარტიას - "ნაციონალურ მოძრაობას" იმ პერიოდში 50 000 ლარის ოდენობით შეწირულობა გადაურიცხეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ასევე გამოარკვია, რომ იოსებ და ალექსანდრე მაკრახიძეები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, 2012 წლის 7 ივნისს, იოსებ მაკრახიძემ იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას 25 000 ლარი გადაურიცხა, ალექსანდრე მაკრახიძემ კი 8 000 ლარის ოდენობით შეწირულობა განახორციელა. მეორე დღეს იმავე პარტიის ანგარიშზე 6 000 ლარი გადარიცხა იოსებ მაკრახიძის ბიზნეს-პარტნიორმა ალექსი თათრიშვილმაც (შპს "მათა") იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა