თელავის ბაზარში 27 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა

თელავის ბაზარში 27 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ თელავში. აგრარულ ბაზარში სოფელ გულგულას მკვიდრი, 27 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ოჯახის ახლობლებმა უთხრეს, გოგონას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.

გუშინ ის მეუღლესათან ერთად ბაზარში იმყოფებოდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და დაეცა. "მეუღლე ამბობს, რომ გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გოგონას გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა", - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა