საქართველოს პოპულარულ ადგილებში იმერეთის ორი კურორტი მოხვდა

საქართველოს პოპულარულ ადგილებში იმერეთის ორი კურორტი მოხვდა

უცხოელ ტურისტებს შორის საქართველოს კურორტები სხვადასხვა კლიმატური და სამკურნალო თვისებებით არის პოპულარული. ტურისტული სააგენტო "ფრი თრეველის" ხელმძღვანელის თინათინ გოგუაძის განცხადებით, უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ქალაქი ბათუმია. იმერეთის რეგიონიდან კი ორი კურორტი მოხვდა. ესენია: წყალტუბო და საირმე.

საირმე

საირმე წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით. მინერალური და თერმული წყლის საბადოებით გამოირჩევა. ეს ულამაზესი ადგილი უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ საირმეში სასტუმროები აღადგინეს, კურორტი მთელი წლის განმავლობაში იღებს ვიზიტორებს.

წყალტუბო

პოპულარული ქართული კურორტია წყალტუბო, სადაც რევმატიული დაავადებებით შეპყრობილ ადამიანებს მკურნალობენ. წყალტუბოში წარმატებით მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს, ამიტომ ამ კურორტზე ძირითადად სამკურნალოდ ჩამოდიან. ტურისტების რაოდენობა აქ დიდი არ არის, მაგრამ მკურნალობის მსურველთა შორის წყალტუბო ძალიან პოპულარულია.

იხლეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა