ლიანა ისაკაძის კონცერტს ანაკლიაში მხოლოდ "შერჩეული" მსმენელი დაესწრება

ლიანა ისაკაძის კონცერტს ანაკლიაში მხოლოდ "შერჩეული" მსმენელი დაესწრება

წელს პირველად, ანაკლიაში ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" გაიმართება, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით მოეწყობა. "ლაივპრესს" გუბერნიის კულტურის საკითხების კურატორმა ლალი ჯანჯღავამ უთხრა, რომ კონცერტს რიგითი მსმენელი ვერ დაესწრება.

"კონცერტი გაიმართება ანაკლიის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ 250 ადამიანი ეტევა. მე ვარ კულტურის კურატორი რეგიონში და ვიცი ის საჭირო ადამიანები, რომლებიც უნდა დაესწრონ კონცერტს", - ამბობს ლალი ჯანჯღავა.

ლალი ჯანჯღავას თქმით, "მოსაწვევები გაეგზავნათ მუსიკალური განათლების მქონე ადამიანებს, მუსიკალური სკოლების ხელმძღვანელებს, მუზეუმების თანამშრომლებს, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებს. ასევე, გამგებლებს, საკრებულოების თავმჯდომარეებს, პრესსამსახურებს. იქ ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომ მაღალი კულტურა ქონდეს მოსმენის, იმიტომ, რომ ძალიან სპეციფიური ღონისძიებაა. ასეთ საღამოებზე ვცდილობთ, რომ მაღალი კულტურის ადამიანები იყვნენ შეკრებილები. დახურულ საღამოზე ყველა მსურველი ვერ მოხვდება, ეს არ არის ღონისძიება ღია ცის ქვეშ", - თქვა ლალი ჯანჯღავამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა