თელავის საკრებულოს თანამშრომელმა "ნაციონალების" მანქანას ცოცხი გაუკეთა

თელავის საკრებულოს თანამშრომელმა "ნაციონალების" მანქანას ცოცხი გაუკეთა

თელავის საკრებულოს სპეციალისტი საზოგადოებასთან, მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ლევან კოჭლოშვილი, "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ მიაქვს ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის" მანქანასთან, რომელზეც მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოა. მან ეს ვიდეო სამუშაო საათებში, დღეს, 25 აგვისტოს, დაახლოებით 12:30-ზე ატვირთა.

"ნერვების აშლა დამეწყო დილიდან. გუბერნიის წინ ამ ლამაზ ქალაქში დავინახე "ნაციონალური მოძრაობის" მანქანა, მოვუტანე პოლიტიკური ცოცხი და საბარგულში უნდა გავუკეთო. რეალურად ვიცი, რისი ღირსებიც არიან, მაგრამ დღეს ამით დაკმაყოფილდებიან" - ამბობს ის.

ვიდეოს 90-მდე მოწონება აქვს, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ყვირალაშვილის. ვიდეოს იწონებენ საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა პირებიც.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა