"ერთი კვირის წინ დაგებული ასფალტი იყრება" - შესაძლოა, მერიამ ახალციხეში გაკეთებული გზა არ ჩაიბაროს

"ერთი კვირის წინ დაგებული ასფალტი იყრება" - შესაძლოა, მერიამ ახალციხეში გაკეთებული გზა არ ჩაიბაროს

ახალციხეში, მებაღიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები ერთი კვირის წინ დასრულდა. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლად დაგებული გზა უკვე იშლება.

"ძალიან უხარისხოდ გააკეთეს. სახლთან ახლოს ცოტა ცემენტი რომ არ მოგვესხა ზემოდან, სახლში შემოდიოდა ასფალტი", - აცხადებს ივანე სტეფანიანი.

როგორც ამავე ქუჩაზე მცხოვრები ლალი ჩილინგარაშვილი ამბობს, მის სახლთან დაგებული ასფალტის ნაწილი მეორე დღეს ამოიბერა და აიყარა კიდეც: "ვუთხარი, რომ თავიდან დაეგოთ და დააგეს, მაგრამ ისევ უხარისხოდ გააკეთეს".

ადგილობრივების თქმით, ასფალტიდან კენჭები ცოცხის გადასმისას ზემოთ იყრება. "ვერ დაგვი, წყალს დაასხამ და შიგნით იჟონება. თან ისე დააგეს, რომ ზოგ ადგილებში არც კი დატკეპნეს", - ამბობს მოსახლეობა.

მათივე თქმით, მათ მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელთან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შესახებ პრეტენზია სამუშაოს დასრულებამდე გამოთქვეს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა