ქვეწარმავლები "ახალციხის ტბაზე" - რას აპირებს ტერიტორიის ადმინისტრაცია

ქვეწარმავლები "ახალციხის ტბაზე" - რას აპირებს ტერიტორიის ადმინისტრაცია

ახალციხის ხელოვნური ტბის კომპლექსი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გართობისა და დასვენების ადგილია, სადაც ყოველ საღამოს უამრავი ადამიანი იკრიბება, მათ შორის, ბევრი ბავშვი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქვეწარმავალი ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ნახა. მოქალაქემ ვიდეო გადაიღო და "სამხრეთის კარიბჭეს" მიაწოდა.

ტბის დირექტორი გაგა ღავთაძე ამბობს, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ არაფერი იცის. მისივე განმარტებით, ტბა თვეში ორჯერ იწამლება.

"თითო-ოროლას ვერ გამოლევ, მდინარე გვერდზეა, მდინარის ნაპირსაც ხომ ვერ შეწამლავ?!", - ამბობს ღავთაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა