ახალციხის მეორე სკოლის ტერიტორია "კანალიზაციით" იტბორება

ახალციხის მეორე სკოლის ტერიტორია "კანალიზაციით" იტბორება

ახალციხეში მეორე საჯარო სკოლის კიბეებთან ყოველი წვიმის შემდეგ, ან დილის საათებში, როცა ქალაქის უბნების დიდ ნაწილს წყალი მიეწოდება, მიმდებარე ტერიტორია ფეკალური მასით იტბორება. მილი, რომელიც ნიაღვართან ერთად ფეკალურ მასასაც ატარებს, 3 აგვისტოს, ქალაქში მოსული სტიქიის დროს გაიჭედა. თუმცა, ნიაღვარს მოყოლილი სილა, ხრეში და სხვა ნარჩენები ამ დრომდე არ გაწმენდილა.

"მილებიც ჩავარდნილია, ამოღება და გაწმენდა უნდა, დილით და ცოტა წვიმის დროსაც კი ივსება, გადმოდის და სკოლამდე მოსვლა შეუძლებელია. ეს წყალკანალმა უნდა გაწმინდოს", - ამბობს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დარაჯი ტარიელ ველიჯანაშვილი.

გარდა სკოლის თანამშრომლებისა, აქ არსებული ანტისანიტარია ასპინძის ქუჩის მცხოვრებლებსაც აწუხებთ. კიბეები ამ უბანს ქალაქის ცენტრალურ ქუჩასთან აკავშირებს.

"სულ ვსარგებლობდით ამ გზით და ახლა ვეღარ ავდივართ. კიბეც დაზიანებულია", - ამბობს ასპინძის ქუჩაზე მცხოვრები ნაირა მამუკაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა