შსს-ს მაშველებმა მესტიაში დაკარგული ტურისტები გადაარჩინეს

შსს-ს მაშველებმა მესტიაში დაკარგული ტურისტები გადაარჩინეს

შსს-ს მაშველებმა მესტიაში დაკარგული ტურისტები გადაარჩინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სვანეთში, თეთნულზე მყოფი გერმანელი და ებრაელი ტურისტები გადაარჩინეს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სვანეთში, მწვერვალ თეთნულდის მიმართულებით მიმავალი 2 ტურისტი სამი დღის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უცხოელი ტურისტების პოვნა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა დროულად მოხერხდა", - შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მაშველებმა მიმდინარე წელს, მთაში წარმატებით ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, უკვე 30-მდე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა