ბორჯომში კოსტავას განახლებული სკვერი, რომელიც 441 000 ლარი დაჯდა, არ მოსწონთ

ბორჯომში კოსტავას განახლებული სკვერი, რომელიც 441 000 ლარი დაჯდა, არ მოსწონთ

ბორჯომელი ნათია გულოვი წლებია, რაც კოსტავას სახელობის სკვერში, ტურისტულ სეზონზე ტკბილეულსა და სხვადასხვა აქსესუარს ჰყიდის. ამბობს, რომ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა, დამსვენელებსაც და ადგილობრივებსაც სკვერის ტერიტორიაზე მაინც ტალახში უწევთ სიარული. მისივე თქმით, სკვერში არც სისუფთავეს ექცევა ყურადღება.

"წესიერი მიწა უნდა შემოეტანათ და ბილიკები უნდა გაეკეთებინათ, ხალხი ვერ გადმოდის პარკში. წვიმის დროს იქ, სადაც გამწვანება უნდა იყოს, კანალიზაცია ამოდის და იტბორება. სიცხეში საშინელი სუნია. მარტო ბილიკს გვიან, სხვა მხარეს არ ასუფთავებენ", - ამბობს გულოვი.

თბილისიდან ჩამოსული დამსვენებელი თეა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ სკვერში უფრო მეტი გამწვანებაა საჭირო: "სასურველია ეს ტალახი არ იყოს. პარკში ასეთი შიშველი ადგილები არ არის ლამაზი. ყვავილები ან მწვანე მოლი უნდა იყოს. მოსახლეობაზეც არის დამოკიდებული, თუ გადავა გაზონზე, რა თქმა უნდა, გააფუჭებს".

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2016 წლის 15 თებერვალს, 518.184 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს "ქართლმა" მიიღო.

აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში 473 000 ლარით გაიმარჯვა, თუმცა, როგორც ბორჯომის გამგეობაში განგვიმარტეს, კომპანიამ ჯამში, 441.000 ლარის სამუშაოები შეასრულა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა