ახმეტის გამგებელმა პრემიით მხოლოდ ნათესავები, მეგობრები და თანასოფლელები დააჯილდოვა

ახმეტის გამგებელმა პრემიით მხოლოდ ნათესავები, მეგობრები და თანასოფლელები დააჯილდოვა

ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა 1 თვის ხელფასის ოდენობის პრემიით გამგეობის 9 მოხელე დააჯილდოვა. დაჯილდოვებული მოხელეები პირადად გამგებლის "ნდობით აღჭურვილი პირები", - მისი ნათესავ-მეგობრები, თანასოფლელები ან პარტიული აქტივისტები არიან. მათ შორისაა სოფელ შახვეტილაში გამგებლის წარმომადგენელი ლაშა უძილაურიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ, სიმთვრალისას საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა.

დაჯილდოებულ მოხელეთა სია გამგეობის დანარჩენი თანამშრომლებისთვის მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მათი ვინაობა სხვადასხვა წყაროდან მაინც დაადგინა. კერძოდ, ესენი არიან:

დავით ფოცხვერიშვილი - გამგებლის მოადგილე (1300 ლარი), - გამგებლისა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მეგობარი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ყოფილი უფროსი;

ლაშა უძილაური - გამგებლის წარმომადგენელი შახვეტილას ადმინისტრაციულ ერთეულში (970 ლარი), - გამგებლის ნათესავი და მეგობარი;

სოლომონ გამიაშვილი - გამგებლის წარმომადგენელი საკობიანოს ადმინისტრაციულ ერთეულში (970 ლარი), - გამგებლის მეგობარი და თანასოფლელი;

ლადო კახოიძე - გამგებლის წარმომადგენელი თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (970 ლარი), - გამგებლის მეგობარი;

გიორგი ლაგაზაური - ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი (810 ლარი), - გამგებლის თანასოფლელი და ნათესავი (მისი მეუღლის მეგი ლაგაზაურის ბიძაშვილი);

ნინო შავერდაშვილი - საქმისწარმოების განყოფილების უფროსი (810 ლარი), - გამგებლის მეგობრის მეუღლე;

მზია ბექაური - ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი (810 ლარი), - პარლამენტის წევრის ზურაბ ზვიადაურის ნათესავი;

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა