მოწამეთას ხეობაში უნიკალური კოლხური ბზა ნადგურდება

მოწამეთას ხეობაში უნიკალური კოლხური ბზა ნადგურდება

წყალწითელას ხეობაში, მოწამეთას მონასტრის მიმდებარედ, განადგურებულია ბზის ხეები. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენელმა ვახტანგ სიხარულიძემ გაავრცელა.

"გუშინ მდინარე "წყალწითელას" ხეობაში ვიყავი, ქუთაისის ბოლოს, მოწამეთას მონასტერთან, სულ გადამხმარია ბზის ხეები, ირგვლივ სიდამპლისა და ობის სუნი ტრიალებს. სადღაა წყალწითელას ხეობის გრილი და მაცოცხლებელი ბზის სურნელი, გვაჯობა იმ რაღაც ე.წ. "ფრთათეთრა" პეპელამ და მისმა მუხლუხებმა... შეჭამეს და მოინელეს ულამაზესი ხეობა... ნუთუ არ შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან აცილება?! თავიდან აცილება თუ არა, ღირსეულად გამკლავება მაინც?!

შთამომავლობას იმას მაინც მოვუყვებოდით, ვიბრძოლეთ, მაგრამ დავმარცხდით, გვაჯობა მტერმა მეთქი, სირცხვილი მოსახლეობას და მონასტრის სენაკების მცხოვრებლებს! მეზიზღება ჩემი თავი! მე მარტო ჩემ ეზოში გადავარჩინე ბზები", - წერს სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა