ფოთის და ხობის ეპარქია: კვართი წელიწადში ორჯერ უნდა გამოვიტანოთ

ფოთის და ხობის ეპარქია: კვართი წელიწადში ორჯერ უნდა გამოვიტანოთ

ფოთისა და ხობის ეპარქია ღვთისმშობლის კვართის ერთი დღით ხობის მონასტერში გადატანასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ლაივპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"წლებია ამ პროცესებს ვაკვირდები, მაგრამ პირველად ვწერ კომენტარს. არ მეგულება მსოფლიოში მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელსაც არ უნდოდეს, რომ ეს სიწმინდეები მასთან იყოს. ამ მხრივ მესმის ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირების და მრევლის, მაგრამ სიწმინდისადმი სიყვარულის გამოხატვის ის ფორმები, რასაც ვხედავ, ვერ გამიგია. საინტერესოა, მხოლოდ ხობის მონასტრიდან გატანილი სიწმინდეების მიმართ აქვთ ასეთი დაინტერესება, რომ ზუგდიდში უნდა იყოს, თუ ყველა იმ სიწმინდის მიმართ, რაც კომუნისტების დროს ეკლესი-მონასტრებიდან იქნა გატანილი და ზუგდიდის მუზეუმში განთავსებული? ორი მიზეზი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენ, თუ რატომაც უნდა დარჩეს სიწმინდეები ზუგდიდში, არის დიდი სურვილი სიწმინდეების ფლობისა და რომ მუზეუმი ტერიტორიულად ზუგდიდში მდებარეობს.

ვფიქრობ, ამ პროცეში ისტორიკოსებმა, სამართალმცოდნეებმა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებმა უნდა თქვან თავისი სიტყვა.

ხშირად ამბობენ, რომ "ასეთია ღთისმშობლის ნება".

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა