თელიანში პოლიცია "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერს ბიძაშვილით აშანტაჟებს?

თელიანში პოლიცია "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერს ბიძაშვილით აშანტაჟებს?

2016 წლის 22 აგვისტოს კასპის რაიონის სოფელ ჩოჩეთთან პოლიციამ ავტომანქანით მიმავალი პაატა ბეჟიტაშვილი გააჩერა. თელიანელ პაატა ბეჟიტაშვილს მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა, ხოლო, განმეორებითი შემთხვევის დაფიქსირების გამო, 1500 ლარის ჯარიმის გამოწერით დაემუქრნენ.

"პოლიციელებმა მითხრეს, მათ შორის, ერთ-ერთი ხანდაკელი გოჩა იორდანაშვილი იყო, ჯარიმას არ დაგიწერთ, თუ შენი ბიძაშვილი ბონდო ბეჟიტაშვილი ჯიხურის ქურდობის ფაქტს აღიარებსო", - ამბობს პაატა ბეჟიტაშვილი.

ამ დროს მის მანქანაში მისი ბიძაშვილი ბონდო ბეჟიტაშვილიც იჯდა. გადმოვიდა მანქანიდან და პოლიციელებს უთხრა, რომ ჯიხური მას არ გაუქურდავს და დანაშაულსაც არ აღიარებს.

"ჩამსვეს თავიანთ მანქანაში და მითხრეს, ჯიხურის ქურდობა აღიარეო. ვკითხე, რატომ უნდა ვაღიარო ის ფაქტი, რომელიც არ ჩამიდენია-მეთქი, მაგინეს და შეურაცხყოფა მომაყენეს"- გვითხრა ბონდო ბეჟიტაშვილმა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯიხურის მეპატრონეს გია ბეჟიტაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ღამის საათებში ფარნით ხელში სწორედ ბონდო ბეჟიტაშვილს წაადგა.

"მე ხელს ვადებ ბონდო ბეჟიტაშვილს. შუქი რომ მივანათე, ვიცანი. მაგის დაგდებული დანა ახლაც სახლში მაქვს შენახული", - აცხადებს გია ბეჟიტაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა