სოფელ აწყურში მცხოვრები ცოლ-ქმარი თავშესაფარს ითხოვს

სოფელ აწყურში მცხოვრები ცოლ-ქმარი თავშესაფარს ითხოვს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრები 87 წლის გივი მახათაძე წლებია ავარიულ სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ შენობა დანგრევის პირასაა, დაზიანებული სახურავიდან სახლში წყალიც ჩადის.

"რაც ვედრო და ტაშტი გვაქვს, ძირს არის დაფენილი. ყველა მხრიდან წყალი ჩამოდის. გადაქცევას ძლივს ვასწრებ ხოლმე. ყველა მხრიდან ქარი შემოდის", – ამბობს გივი მახათაძე.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ზამთრის პერიოდში. ოჯახი შენობის გათბობას ვერ ახერხებს. მახათაძეები ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

ოჯახის ერთადერთი შვილი 55 წლის თამარ მახათაძე ახალციხეში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ამბობს, რომ იძულებულია იმუშაოს, რადგან სოციალური დახმარება და მშობლების პენსია ისევ მათ მკურნალობას და მედიკამენტების ყიდვას სჭირდება.

"ყველაზე მეტად ღარიბები და ღატაკები ამ სოფელში ესენი არიან. ამ სახლს არაფერი ეშველება, წვიმს როგორც გარეთ , ისე სახლში. რამე რომ დაემართოთ, ისეთი მდგომარეობაა სახლში, ვერავის შემოიყვან", - ამბობს თამარ მახათაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა