კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის გამო გორის საკრებულოს აპარატის უფროსი გაათავისუფლეს, რომელიც ოქრუაშვილის მეგობარია

კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის გამო გორის საკრებულოს აპარატის უფროსი გაათავისუფლეს, რომელიც ოქრუაშვილის მეგობარია

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი გაათავისუფლა. ამის შესახებ ბრძანება ზაზა ნასყიდაშვილს მოულოდნელად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების თანდასწრებით გააცნეს.

ზაზა ნასყიდაშვილის თქმით, გათავისუფლების მიზეზი მოულოდნელი და უცნობი აღმოჩნდა.

საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარია, ბრძანებაში უთითებს, რომ ზაზა ნასყიდაშვილი 2016 წლის 31 ივლისს "ქართული ოცნების" ყრილობაზე თანამშრომლებს მისვლას აიძულებდა.

ზაზა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი სიცრუეა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა