98 800 ლარი სასწრაფო დახმარების შენობისთვის - რაში ედავებიან ახალციხის მერიას

98 800 ლარი სასწრაფო დახმარების შენობისთვის - რაში ედავებიან ახალციხის მერიას

ახალციხის მერია, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის განსათავსებლად ახალ შენობას აშენებს. მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 22 ივლისს, 109.955 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მხოლოდ შპს "გიკო" მონაწილეობდა და 98.800 ლარით გაიმარჯვა.

ახალციხის ყოფილი მერი, ახლა უკვე "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე, მერობის პერიოდში აცხადებდა, რომ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურს, რომელიც "ევექსის" კუთვნილ კლინიკაშია განთავსებული, ფართს აცლევინებენ, პერსონალი ქუჩაში რჩება და შენობის აშენება ამიტომ გადაწყვიტეს.

"სასწრაფოს უფროსმა ჩამაყენა საქმის კურსში, ქალაქი დარჩებოდა სასწრაფო დახმარების გარეშე. მზა ადგილი არ გვაქვს და ამიტომ გადავწყვიტეთ ავუშენოთ შენობა და უზურფრუქტით გადავცეთ", - ამბობს გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ შენობის აშენებას ჯანდაცვის სამინისტრო ვერ შეძლებდა:

"ხელმძღვანელობა იყო ჩამოსული სამინისტროდან და გვქონდა საუბარი, რა ვქნათ როგორ მოვიქცეთო, სასწრაფო უნდა შევინარჩუნოთ. გადავწყვიტე, რომ ასე გაგვეკეთებინა. გავიტანეთ საკრებულოზე და დაგვიმტკიცდა".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა