"მესამედ გაიპარა, მაგრამ ამდენი ხნით არასდროს წასულა" - რას ჰყვებიან მეზობლები ოზურგეთში დაკარგულ გოგონაზე

"მესამედ გაიპარა, მაგრამ ამდენი ხნით არასდროს წასულა" - რას ჰყვებიან მეზობლები ოზურგეთში დაკარგულ გოგონაზე

ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთში მცხოვრებ, 15 წლის თიკო ქორიძეს მეექვსე დღეა ეძებენ. "გურიის მოამბესთან" საუბარში მეზობლები გოგონას დადებითად ახასიათებენ.

"შაბათს დილით წავიდა. არავინ არაფერი არ ვიცით. არც მისამართი დაუტოვებია და არც არაფერი. პოლიცია არ ყოფილა აქ, ბებია ტირის და ეძებს გოგოს. მესამეჯერ გაიპარა, მაგრამ ამდენი ხნით არასდროს წასულა. ცელქი არ იყო, მაგრამ ცელქობაზე უარესი არ გააკეთა? ისე გაიპარა ოჯახიდან, არავინ არაფერი ვიცით", - აცხადებენ დაკარგული გოგონას მეზობლები.

ადგილობრივი დეპუტატი სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"არც ოჯახის წევრებს და არც ნაცნობებს არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინონ, რადგან თითოეული დღე შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. შეწუხებულია სოფელი, ვცდილობთ ინფორმაცია მოვიპოვოთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვახერხებთ", - ამბობს დეპუტატი დავით მჟავანაძე.

იხილეთ ვრცლად

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა