"უთქვამს ჯვარპატიოსნის ეკლესიაში სანთელი უნდა დავანთოო" - გომბორის გზასთან 59 წლის მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

"უთქვამს ჯვარპატიოსნის ეკლესიაში სანთელი უნდა დავანთოო" - გომბორის გზასთან 59 წლის მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

ქალაქ თელავში მცხოვრები 59 წლის ლევან ჯუგაშვილი გომბორის გზასთან ახლოს, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრები მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

"რამდენიმე დღის წინ ოჯახისთვის უთქვამს, ჯვარპატიოსნის ეკლესიაში სანთელი უნდა დავანთოო და შემდეგ აღარ გამოჩენილა. სამი დღე ეძებდნენ და წუხელ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა სავალი ნაწილიდან მოშორებით იდგა", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა