"ოცნების" სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე ვალეში

"ოცნების" სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბანთან, სკოლასა და საბავშვო ბაღზე ვალეში

ვალეშიც, ისე როგორც ახალციხეში ჯერ მხოლოდ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მასალებია გაკრული. თუმცა, გარდა საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილი ტერიტორიებისა, აღნიშნულ მასალებს სკოლისა და საბავშვო ბაღის შესასვლელებშიც ვხვდებით.

ვალეს შესასვლელში მდებარე, მეორე საჯარო სკოლას ორი ჭიშკარი აქვს, ორივე მათგანზე ახალციხე-ადიგენის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კოპაძის პლაკატებია გაკრული.

როგორც ამავე სკოლის დამლაგებელი ლალი სამსონიძე ამბობს, სააგიტაციო მასალა გუშინ, 11 სექტემბერს, გამოაკრეს: "დილით უკვე მიკრული ჰქონდათ".

ვალეს მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა გვანცა გოგოლაძემ კი პარტიის სააგიტაციო მასალა სკოლაზე დღეს, 12 სექტემბერს დილით ნახა. "ვინმესთან რომ დავრეკო და ვუთხრა, ეს აქედან აიღეთ მეთქი, საფუძველი ხომ უნდა მქონდეს. ამიტომ იურისტთან მინდოდა გადამემოწმებინა, მაგრამ ჯერ ვერ მოვიცალე. ისე პირდად ჩემთვის მიზანშეწონილი არ არის", - ამბობს გოგოლაძე.

ვალეს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლების თქმით, ასევე 11 სექტემბერს გამოიკრა მათ შესასვლელ კარზეც გიორგი კოპაძის პლაკატები.

"დავინახე, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, ამომრჩეველმა ხომ უნდა ნახოს ვინ იყრის კენჭს და არჩევანი ვისზეც უნდა იმაზე უნდა გააკეთოს", - ამბობს ვალეს საბავშვო ბაღის მენეჯერი ქეთევან ლაფაჩი.

გიორგი კოპაძის პალაკატია გაკრული N10 ვალეს საარჩევნო უბნის შესასვლელთან ღობეზეც. როგორც აღნიშნული უბნის მდივანი და თავმჯდომარის მოადგილე ამბობენ, პლაკატი არ დაუნახავთ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს უბნისგან მოშორებული ადგილია და პლაკატის გაკვრა დასაშვებია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა