ხანუმ ჯეირანოვას ქმარი პრეზიდენტმა შეიწყალა

ხანუმ ჯეირანოვას ქმარი პრეზიდენტმა შეიწყალა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში გარდაცვლილი 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას მეუღლე, აჯი გასანოვი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, აჯი გასანოვის საქმე შეწყალების კომისიას არ განუხილავს და გადაწყვეტილება პრეზიდენტმა საქმის შესწავლის შემდეგ, თვითონ მიიღო. აჯი გასანოვი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა. ის მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მხილებული პირების დასჯას კვლავ ითხოვს.

"განცხადება იყო შემოსული შეწყალების თაობაზე, საბუთებიც იყო გამოთხოვილი. კომისიას არ განუხილავს. პრეზიდენტმა იმსჯელა და მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება, მას ამის უფლებამოსილება აქვს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზვიად ქორიძემ.

აჯი გასანოვი პატიმრობაში 2014 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფებოდა. პროკურატურამ მას ბრალი დასდო მისივე ნათესავის აფკან გუსეინოვის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

აჯი გასანოვის და სხვა პირთა ჩვენებებით, აფკან გუსეინოვი ერთ-ერთი მათგანია ოთხი მამაკაციდან, რომლებმაც 2015 წლის სექტემბერში ხანუმ ჯეირანოვა დაიჭირეს, ქმრის ღალატი დააბრალეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელ ლამბალოში ჩამოატარეს, "უნამუსოაო". თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცები ქალს აგინებდნენ და ცემდნენ კიდეც.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა